IT Outsourcing
IT აუთსორსინგი გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვისა და განვითარების გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით. IT აუთსორსინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის IT სისტემას უფრო ეფექტურს და საიმედოს ქმნის.
საინჟინრო მომსახურება
M T S G -ის ინჟინრები უზრუნველყოფენ სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემების დროულ და ეფექტიან მოგვარებას, მონიტორინგს, საჭირო აღჭურვილობის დროულ მიწოდებას, მონტაჟსა და დემონტაჟს. რეგიონში პირველად ჩვენი კვალიფიციური ბიოსამედიცინო ინჟინრები სრულ სერვის სთავაზობენ: ლაბორატორიებს, ესთეტიკურ ცენტრებს, სტომატოლოგიურ კლინიკებს, რეაბილიტაციის ცენტრებს, საავადმყოფოებს.
IT & BIOMEDICAL engineering
ჩვენი კომპანიის აიტი და სამედიცინო ინჟინრების ჯგუფი გთავაზობთ მსოფლიოში აღიარებულ პროგრამებს და სისტემებს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი ბიზნესის კონფიდენციალურობაზე და კომფორტზე

ჩვენს შესახებ
ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება მორგებულია, როგორც საშუალო, ისე მცირე ზომის ბიზნესებზე. ჩვენ ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს, ვეხმარებით ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ვინარჩუნებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას მათთან. ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში, რომელიც შექმნილია ბიზნესის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა: სერვერები, ქსელის უსაფრთხოება, მონაცემთა ბაზები და ადმინისტრირება, სამედიცინო აპარატურული მხარდაჭერა, მათი მონიტორინგი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარკვეული სტანდარტების მიხედვით და გლობალური ტენდენციების შესაბამისად კომპანიების ტექნიკური უზრუნველყოფა.
ტექნიკური სერვისი
სერვისი მოიცავს ნოუთბუქების, პერსონალური კომპიუტერების, პრინტერების, სმართფონების პრობლემების დიაგნოსტირებას და შემდგომ მათ შეკეთებას საჭიროებისამებრ. ამავე სერვისის ფარგლებში ხდება IP ტელეფონიის ინსტალაცია და კონფიგურაცია ადგილობრივ და ვირტუალურ სერვერებზე; კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება, მონტაჟი და გამართვა.
უსაფრთხოების სისტემები
დანერგეთ ახალი უსაფრთხოების სისტემები თქვენს კომპანიაში ან მიიღეთ მხარდაჭერა უკვე არსებულ სისტემებზე. სამეთვალყურეო სისტემების გამართვა/კონფიგურაცია, ხარვეზების აღმოფხვრა; დაშვების სისტემებით ანაბეჭდი, ბარათები, სკანერები- უზრუნველყოფას; სახანძრო სისტემების მონტაჟს.
აიტი პროექტები
ჩვენ დაგეხმარებით ნებისმიერი ზომის აიტი პროექტის დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში ჩვენი პროექტის მენეჯერების მხარდაჭერით ასევე გააციფრულეთ თქვენი ბიზნეს ამოცანები და მიიღეთ მეტი შესაძლებლობა 'ემ თი ეს ჯი'-ს მხარდაჭერით, რა სირთულის ქსელის გაყვანაც არ უნდა დაგჭირდეთ, კომპანია MTSG-ი ყოველთვის არის მზად შეუდგეს საქმეს. ჩვენი სპეციალისტები განახორციელებენ ნებისმიერი სირთულისა და სტრუქტურის ქსელის მონტაჟს.
კლინიკური სერვისი
საინჟინრო სამსახურის კლინიკური სერვისი მოიცავს ჰოსპიტლებში აპარატურული დაგეგმარებისა და ტექნიკური მახასიათებლების გაწერას ჯანდაცვის რეგულაციების დადგენილებების შესაბამისად. კლინიკური სერვისი ასევე გულისხმობს წინასწარ გათვლილი რისკების მართვას სამედიცინო აპარატურების მიმართულებით და სავარაუდო დეტალების შესყიდვას. კლინიკური სერვისის დროს ინჟინერები ნებისმიერი სახის ოპერირების წინ ტესტავენ თქვენს აპარატურას სრულიად და გატესტვის შემდეგ გაცნობენ, ოპერირების მზადყოფნისთვის, რაც რისკების შემცირებას ან სრულიად გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
სტომატოლოგიური სერვისი
სტომატოლოგიური სერვისი მოიცავს არსებული აპარატურის სრულ დიაგნოსტირებას, ტექნიკურ გამართვას. სტომატოლოგიური სერვისის ფარგლებში კომპანია გთავაზობთ აპარატურის გეგმიურ დათვალიერებას, რაც რისკების შემცირების და პრევენციული მოქმედებების განსაღვრაში დაგვეხმარება.
შეთავაზება
ჩვენი კომპანია გთავაზობთ გეგმიური ან/და გამოძახების სერვისის დროს აღნოჩენილი დეტალების გაუმართაობის შემთხვევაში გაგიკეთოთ შეთავაზება კონკრეტულ დეტალებზე, რომელიც იქნება სტანდარტულ ფასებთან თანხვედრაში, ეს შესაძლებლობას მოგვცემს დროის მენეჯმენტის მართვაში.