info@mtsg.ge +995 598 81 05 05

ჩვენს შესახებ

ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება მორგებულია, როგორც საშუალო, ისე მცირე ზომის ბიზნესებზე. ჩვენ ვპასუხობთ მათ მოთხოვნებს, ვეხმარებით ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ვინარჩუნებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას მათთან. ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში, რომელიც შექმნილია ბიზნესის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა: სერვერები, ქსელის უსაფრთხოება, მონაცემთა ბაზები და ადმინისტრირება, სამედიცინო აპარატურული მხარდაჭერა, მათი მონიტორინგი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარკვეული სტანდარტების მიხედვით და გლობალური ტენდენციების შესაბამისად კომპანიების ტექნიკური უზრუნველყოფა.

რატომ ჩვენ?

ჩვენთანთან თამშრომლობა ნიშნავს იმას,რომ თქვენს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას ანდობთ პროფესიული სერვისის კომპანიას და ერთბაშად წყვეტთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ორგანიზაციის აიტი და სამედიცინო საჭიროებებთან.

  • მიიღებთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ერთიანი ჯგუფის მომსახურებას,რომელთაგან თითოეულს გააჩნია ღრმა სპეციალიზაცია ამ სფეროში. ასეთი ჯგუფის საერთო ცოდნის ღირებულება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი ძალიან მაღალია და სასიკეთოდ წაადგება ნებისმიერ ორგანიზაციას
  • ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და შემოგთავაზებთ მხოლოდ გამოცდილ და მაღალეფექტურ თანამედროვე გადაწყვეტილებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად ან ძველის გასაუმჯობესებლად;
  • ყველა სერვისი ერთ სივრცეში-კომპანიას გააჩნია საკუთარი სერვის ცენტრი,სადაც ხდება დაზიანებული ტექნიკის აღდგენა/შეკეთება;
  • პროაქტიულობა - კლიენტის კომპიუტერული ქსელი 24/7 მონიტორინგშია,რაც ამცირებს გაუმართაობის შანსს;
  • უსაფრთხოება - მომსახურების მიწოდება ხორციელდება დღეისათვის ყველაზე დაცული ტექნოლოგიით;
  • ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი კომერციული მონაცემები იქნება სრულიად დაცული გამჟღავნებისაგან
  • ჩვენი სპეციალისტები უმოკლეს ვადაში დაგეხმარებიან პრობლემის აღმოფხვრაში.
  • ჩვენ გვყავს კვალიფიციური გუნდი და გაგვაჩნია დიდი გამოცდილება IT და სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სფეროში
  • პროცესის სიმარტივე და სისწრაფე დამოკიდებულია ჩვენი გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე
  • თქვენი სამედიცინო აპარატურა, რომელიც სხვის კეთილდრეობაზეა განკუთვნილი იქნება სანდო ჯგუფის ხელში, რომელიც იღებს მთელს პასუხისმგებლობას ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში

ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ სერვისს, რომელიც დაგეხმარებათ, კომპიუტერული ქსელური აპარატურა იყოს მუდმივად მონიტორინგის ქვეშ. ტექნიკაზე მანიპულაციებს განახორციელებენ მაღალკვალიფიციური კადრები თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისი აპარატურებით.